საქართველოს ნაკრები ვილი სანიოლთან და ახალ თაობასთან ერთად შესანიშნავად პროგრესირებს, რაც ფიფას რეიტინგზეც აისახება.
ეროვნული გუნდისთვის არც თუ ცუდი გამოდის 2024 წელი. ამ დრომდე საქართველომ სულ 9 თამაში გამართა და აქედან 6 შეხვედრა მოიგო.
ნაკრებმა გამარჯვება ლუქსემბურგთან, საბერძნეთთან, მონტენეგროსთან, პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და ალბანეთთან მოიგო.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრა უკრაინასთან 11 ოქტომბერს გასვლაზე გველის. მატჩი ერთა ლიგის ეგიდით შედგება.