ხვიჩა კვარაცხელიას და რომელუ ლუკაკუს დუეტი ერთმანეთს კარგად შეეწყო და ნაპოლიში ახალი მომაკვდინებელი შემტევი ხაზიც ჩამოყალიბდა.
აღნიშნულ ფაქტს იტალიური გამოცემები და გულშემატკივრები სხვადასხვა ფორმით ეხმაურებიან და დუეტს ახალ სახელს უფიქრებენ - ყველაზე გავრცელებული ამ მომენტამდე ადგილობრივი გამოცემა Gazzetta-ს ზედმეტსახელი "Lukvara" არის.
ცნობისთვის, გასულ ტურში კალიართან გასვლაზე კვარაცხელიას და ლუკაკუს დუეტმა 2 გოლი შექმნა, ორივე ფეხბურთელმა ასისტები და გოლები გაცვალეს.