იტალიაში საბა გოგლიჩიძის თამაში ძალიან მოსწონთ, რასაც Sport.quotidiano-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ადასტურებს.
ქართველი მცველი ფიზიკურად ძლიერია, პოზიციას კი მუდმივად სწორად და ადეკვატურად არჩევს. გოგლიჩიძე ბურთთანაც ახლოსაა და მართლაც საინტერესო იყო თუ როგორ გამოიყენებდა საბა მიღებულ შანსებს, მან კი ისე ითამაშა თითქოს მთელი ცხოვრებაა აქ გამოდის.
- დაწერა იტალიურმა გამოცემამ.
საბა გოგლიჩიძემ 2024/2025 წლების სერია A-ში ემპოლის რიგებში უკვე 180 წუთი ითამაშა. ქართველმა მცველმა ბოლოს იუვენტუსთან შეუცვლელად იასპარეზა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.