რუსი საფეხბურთო აგენტი, კერძოდ ვადიმ შპინევი ძალიან წუხს იმის გამო, რომ წამყვან და ძლიერ ჩემპიონატებში რუსი ფეხბურთელების გაგონებაც კი არ სურთ.
შპინევმა მაგალითად წარმოშობით ქართველი, თუმცა რუსეთის ნაკრებში მოთამაშე გიორგი ჯიქია მოიყვანა.
გიორგი ჯიქია ახლა რუსულ პასპორტს ფლობს, მაგრამ რა მოხდებოდა მისთვის რომ ქართული პასპორტი მიეცათ? მინიმუმ, ის ემირატებში წავიდოდა სათამაშოდ, თუმცა რადგან რუსია, მასზე ყურადღებას არავინ ამახვილებს.
- თქვა ვადიმ შპინევმა.
30 წლის გიორგი ჯიქია ახლა უგუნდოდაა. ის ბოლოს მოსკოვის სპარტაკში თამაშობდა, თუმცა რუსულმა კლუბმა ჯიქიას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა, რის გამოც ფეხბურთელს პროფესიონალური მატჩი უკვე რამდენიმე თვეა არ ჩაუტარებია.