ჰალანდთან ერთად და მაჰრეზი სკამზე - იტალიური მედია ხვიჩას საუკეთესო მარცხენა შემტევად თვლის » სპორტის ხაზი

ჰალანდთან ერთად და მაჰრეზი სკამზე - იტალიური მედია ხვიჩას საუკეთესო მარცხენა შემტევად თვლის

ჰალანდთან ერთად და მაჰრეზი სკამზე - იტალიური მედია ხვიჩას საუკეთესო მარცხენა შემტევად თვლის
16-11-2022, 16:04
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ La Gazzetta dello Sport-მა იმ 11 ფეხბურთელისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომლებიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში მოხვდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც 'ნაპოლის' რიგებში დამაჯერებლად გამოიყურება.

"მართალია, მუნდიალზე ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი იასპარეზებს, მაგრამ ბევრიც სახლში დარჩება და მსოფლიო ჩემპიონატს თვალყურს ტელევიზორში მიადევნებს. შევადგინეთ გუნდი, რომელსაც მუნდიალზე გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა" - წერს გამოცემა.

ჰალანდთან ერთად და მაჰრეზი სკამზე - იტალიური მედია ხვიჩას საუკეთესო მარცხენა შემტევად თვლის


გამორჩეული თერთმეტეული


მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია); მცველები: ენდრიუ რობერტსონი (შოტლანდია), დავიდ ალაბა (ავსტრია,), მილან შკრინიარი (სლოვაკეთი), ხუან კუადრადო (კოლუმბია) ; ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (იტალია), მარკო ვერატი (იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო). შემტევები: მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, ), ერლინ ჰოლანი (ნორვეგია), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია).

შეგახსნებთ იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს ყატარისა და ეკვადორის შეხვედრით გაიხსნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი