სილვინიო: "დიდი იმედი გვქონდა, რომ მოვიგებდით, ქულა მაინც" » სპორტის ხაზი

სილვინიო: "დიდი იმედი გვქონდა, რომ მოვიგებდით, ქულა მაინც"

სილვინიო: "დიდი იმედი გვქონდა, რომ მოვიგებდით, ქულა მაინც"
12-09-2024, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ალბანეთის ნაკრების ბრაზილიელი თავკაცი სილვინიო ადგილობრივ ტელევიზიას ესტუმრა და საქართველოსთან მატჩზეც ისაუბრა.

"ამ თამაშს ნამდვილად სამწუხარო დასასრული ჰქონდა. სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშეთ და დიდი იმედი გვქონდა, რომ მოვიგებდით, ყოველ შემთხვევაში, ქულა მაინც უნდა აგვეღო. ეს, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენს საშინაო სტადიონზე პირველი წაგება იყო, მეტიც, გოლიც პირველად გავუშვით. გული ძალიან დამწყდა, თუმცა, ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება. ბიჭების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს.

ცხადია, გუნდი ყოველთვის ვერ მოიგებს, თუმცა, დასაფიქრებელი ის იყო, რომ გაშვებული გოლის შემდეგ, გადაწყობა ვერ მოვახერხეთ…

ჩვენს ჯგუფში სუსტი მეტოქე არ არსებობს, საქართველოს ნაკრები კი განსაკუთრებით გამოირჩევა ფიზიკური მომზადების მხრივ და ტაქტიკურად განსწავლული თამაშით. ისინი მეტოქე ფეხბურთელებს ფაქტობრივად არანაირ სივრცეს არ უტოვებენ. მიუხედავად ამისა, კვლავაც ვთვლი, რომ სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა.
"
- თქვა სამხრეთ-ამერიკელმა დამრიგებელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი