ერთა ლიგის მე-2 ტურში საქართველომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში 6 ქულით უკვე ერთპიროვნული ლიდერები ვართ.
ალბანეთს ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაუტანა, რომელსაც ადგილობრივი პუბლიკა საკმაოდ აგრესიულად შეხვდა.
საქმე ისაა, რომ კუთხურის ალამთან და საქართველოს ქომაგებთან მირბენილ ქოჩორაშვილს ალბანელებმა სხვადასხვა ნივთები დაუშინეს!
სხვათა შორის, არის შანსი, რომ ამისთვის ალბანეთის ნაკრები უეფასგან დაისაჯოს, რადგან მსგავსი შემთხვევები ისტორიას აქამდეც ახსოვს.