საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის რიგით მეორე შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე გამართავს, მეტოქე კი ალბანეთი იქნება.
ალბანელები ქართველებს ტირანაში, Air Albania Stadium-ზე უმასპინძლებენ, ამ სტადიონთან კი გიორგი მამარდაშვილს კარგი მოგონებები აქვს.
როგორც თავად გიორგიმ აღნიშნა, ქართველმა მეკარემ ეროვნულ გუნდში პირველად კარი მშრალად სწორედ ამ სტადიონზე შეინახა და თქვა, რომ აქაურობასთან კარგი მოგონებები აქვს.
ცნობისთვის, საქართველო ალბანეთს ისტორიაში სულ 15-ჯერ შეხვედრილა, აქედან კი ქართველებმა 8 შეხვედრის მოგება შეძლეს.