"გვეგონა სკოლის მოსწავლეები ვიყავით" - ჩეხეთის კაპიტანი საქართველოსთან მატჩზე » სპორტის ხაზი

"გვეგონა სკოლის მოსწავლეები ვიყავით" - ჩეხეთის კაპიტანი საქართველოსთან მატჩზე

"გვეგონა სკოლის მოსწავლეები ვიყავით" - ჩეხეთის კაპიტანი საქართველოსთან მატჩზე
8-09-2024, 14:29
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. თბილისში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი სტუმართა გუნდის კაპიტანმა, ტომას სოუჩეკმაც გააკეთა და საკუთარი ნაკრების თამაში მკაცრად შეაფასა.

"მხოლოდ რამდენიმე წინადადების თქმა შეგვიძლია და ყველა უარყოფითი იქნება.

ეს მატჩი ნაკრებში ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი იყო - შედეგი ერთია, მაგრამ თამაში სხვა. აბსულუტრად ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში და დაცვაშიც ბევრი შეცდომა დავუშვით.

თამაშის მიმდინარეობისას მქონდა განცდა, რომ სკოლის მოსწავლეები ვიყავით. ისეთ კონტრშეტევებს გვიკეთებდნენ, ნამდვილი გაკვეთილი ჩაგვიტარეს. სწრაფად მოდიოდნენ კარისკენ და გოლების გატანაც ასე მოახერხეს
", - განაცხადა სოუჩეკმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი