ჩეხეთის ეროვნული ნაკრებისა და "ვესტ ჰემის" მოთამაშემ, ტომას სოუჩეკმა, საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ პრესკოფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ჩვენი გუნდის მეკარე, გიორგი მამარდაშვილზე.
"ის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე იყო და "ლივერპულში" ტრანსფერს ნამდვილად იმსახურებდა. პროფესიონალი რომ არის, ეს ჩვენთან შეხვედრაში წარმოაჩინა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოგების უფრო მაღალი შანსი ჩეხეთს აქვს. იმედი მაქვს, 3 ქულა ჩვენკენ დარჩება. ამისთვის ყველაფერს გავიღებთ" - თქვა ჩეხთა კაპიტანმა.