ჩეხეთის ნაკრების მცველი: "ქართველებისგან ყველაზე მეტად მას უნდა ვუფრთხილდეთ" » სპორტის ხაზი

ჩეხეთის ნაკრების მცველი: "ქართველებისგან ყველაზე მეტად მას უნდა ვუფრთხილდეთ"

ჩეხეთის ნაკრების მცველი: "ქართველებისგან ყველაზე მეტად მას უნდა ვუფრთხილდეთ"
21-06-2024, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში 22 ივნისს მეორე ტური გაიმართება. ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირებიან. გთავაზობთ ჩეხთა მცველმა, ანტონიო გარაკის პრესკონფერენციას.

"საქართველო პორტუგალიისგან განსხვავებული მეტოქეა. ტაქტიკურ ცვლილებას აუცილებლად მივმართავთ და ბევრს შევუტევთ. დიდი ენერგია მოვაგროვეთ და ამის დემონსტრირებას შევეცდებით.

"ხვიჩა საკვანძო ფეხბურთელი იყო ნაპოლის ჩემპიონობისას და იგი აშკარად გამორჩეული ფიგურაა. მასთან სათამაშოდ განსაკუთრებით უნდა მოვემზადოთ და ყველაზე მეტად უნდა ვუფრთხილდეთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ფეხბურთელები უნდა დავივიწყოთ.

"ქართველები არამარტო კონტრ შეტევებით, არამედ პოზიციურადაც ბევრ მომენტს ქმნიან, რაც თურქეთთან დაგვანახეს, ამიტომაც მათი არ დაფასება არ გამოგვადგება", - აცხადებს გარაკი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი