დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩეხეთის სამედიცინო შტაბში სიახლეებია.
ტომას სოუჩეკს მუხლის ტკივილი აწუხებს, საქართველოსთან მატჩამდე 2 დღეა დარჩენილი და ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ფეხბურთელის ჯვაროსნებთან თამაში.
ტომასი ჩეხების ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერია. იგი "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავს. პორტუგალიასთან სრულიად, 90 წუთი ითამაშა.
რაც შეეხბეა მის განვლილ სეზონს, ყველა ჩემპიონატში მან 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 10 გოლი და სხვას 3-ჯერ გაატანინა.