შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში გიბრალტარის ნაკრები 9:0 გაანადგურა.
ნიდერლანდები ჯგუფის,, რომელშიც საქართველოც შედის და ამჟამად მეორე ადგილისთვის იბრძვის, გამოკვეთილი ლიდერია. ხოლო საქართველო და შვედეთი მისი მთავარი მდევრები არიან.
ამ დროისთვის ნიდერლანდებს 8 ტურში მაქსიმალური შედეგი 24 ქულა აქვს, საქართველოს 7 მატჩში 16 ქულა გააჩნია, შვედეთს კი ასევე 7 შეხვედრაში – 13 ქულა. 9 სექტემბერს საქართველო ნიდერლანდებს ესტუმრება, ერთი დღის თავზე კი შვედები მოლდოველებს სტუმრობენ.