საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მესამე ვარჯიში უკვე გამართა.
საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას ნაკრების დებიუტანტი ლუკა გადრანიც იღებდა, რომელმაც გუნდის პრესსამსახურთან კომენტარიც გააკეთა.
"მოხარული ვარ სანაკრებო გამოძახებით. ამისთვის ვშრომობდი და დამიფასდა, მომეცა შანსი გამოვადგე ჩემს ეროვნულ გუნდს.
ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ნაკრებში და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერის ბოლომდე გამოვადგე ჩემს ქვეყანას. იმედი მაქვს წარმატებით დავიწყებთ ერთა ლიგის ახალ გათამაშებას და გავიმარჯვებთ მოახლოებულ მატჩებში. ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის, რაც შემიძლია ყველაფერს გავიღებ", - განაცხადა გადრანმა.