უცხოურ მედიაში კრიშტიანუ რონალდუს კომენტარი იმაზე გავრცელდა თუ რამდენად დაიწყებს იგი მომავალში სამწვრთნელო კარიერას.
როგორც პორტუგალიელი ლეგენდა ამბობს, ამ საფეხბურთო ამპლუას ის არც კი განიხილავს.
ძალიან რთულია იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღეს მწვრთნელი ვიქნები. ამას არც განვიხილავ. ალბათ, ფეხბურთთან კავშირი აღარ მექნება.
არ ვიცი, საფეხბურთო კარიერას მალე დავასრულებ თუ არა... მაგრამ, სავარაუდოდ, ალ ნასრი ჩემი ბოლო კლუბი იქნება. აქ ძალიან ბედნიერი ვარ და საუდის არაბეთშიც თავს კარგად ვგრძნობ. მინდა, თამაში გავაგრძელო.
- თქვა რონალდუმ.