პრემიერ ლიგის მესამე ტურში მანჩესტერ სიტი ვესთ ჰემ იუნაიტედს ეწვია და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით, 1:3 დაამარცხა.
ერლინგ ჰოლანდმა ამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით კი პრემიერ ლიგის ბრწყინვალე რეკორდი დაამყარა.
როგორც Opta-მ დაწერა, ერლინგი გახდა 21-ე საუკუნის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ლიგის საწყის სამ ტურში 2 ჰეთ-თრიკი გაიფორმა!
ცნობისთვის, ნორვეგიელ შემტევს სამ ტურში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი! ჰოლანდი ამ სეზონში ბომბარდირობის მთავარი ფავორიტი იქნება!