ტომ კლევერლი "უოტფორდის" თავკაცად მიმდინარე წლის აპრილის თვის ბოლოს დაინიშნა და გუნდს სეზონის საწყისი სამი თამაშიდან, სამივე მოაგებინა.
3:2 "მილუოლთან", 5:0 "მკ. დონსთან" და 3:0 "სტოკთან", კლევერლიმ მოახერხა და გახდა პირველი უოტფორდის პირველი მწვრთნელი, რომელმაც მოიგო სეზონის პირველი სამი შეხვედრა, 2018/19 წლებში, ხავი გარსიას შემდეგ.
35 წლის ახალბედა სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი ინგლისური კლუბი მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს, "დერბის" წინააღმდეგ გამართავს.