კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო მატჩამდემდე ქუთაისის ტორპედოს, კვიპროსში საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთელი, თემურ ქეცბაია ესტუმრა.
ქეცბაია ნიქოზიაში მნიშვნელოვანი მატჩის წინ ჩავიდა და ტორპედოს ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის ტორპედო კვიპროსში ომონიას დაუპირისპირდება, შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება, განმეორებითი შეხვედრა ქუთაისში 1-ელ აგვისტოს გაიმართება.