იტალიელმა ჟურნალისტმა, მარინო ბარტოლეტიმ ნაპოლის სამომავლო დუეტზე ისაუბრა, რომელსაც კვარაცხელია და ლუკაკუ შექმნიან.
ხვიჩაზე საკმაოდ ბევრს წერენ და ამბობენ, რომ უნდა წავიდეს, თუმცა ის ნეაპოლში დღემდე ძალიან უყვართ. ამ ბიჭს დღემდე აქვს საფეხბურთო შიმშილი და მეტი რა უნდა უნდოდეს ანტონიო კონტეს?
როდესაც კვარაცხელიას პასს და ლუკაკუს გოლს წარმოვიდგენ, ტანში ჟრუანტელი მივლის. მათ ერთად ნახვას ვეღარ ვითმენ. ისინი გასაოცარ დუეტს შექმნიან.
- თქვა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე უკვე დიდი ხანია მუშაობს და წესით, ბელგიელი მალე ნეაპოლური გუნდის საკუთრება გახდება.