საქმეში მილანი ერთვება - როსონერიმ მამარდაშვილის შეძენა გადაწყვიტა! » სპორტის ხაზი

საქმეში მილანი ერთვება - როსონერიმ მამარდაშვილის შეძენა გადაწყვიტა!

საქმეში მილანი ერთვება - როსონერიმ მამარდაშვილის შეძენა გადაწყვიტა!
25-07-2024, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ იტალიურმა La Repubblica-მ დაწერა, რომ მილანს ვალენსიას ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენა აქვს გადაწყვეტილი.

სხვათა შორის, მილანის კარს ახლა ის მეკარე იცავს, რომელმაც მამარდაშვილის ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში ადგილი უსამართლოდ წაართვა.

საქმე მაიკ მენიოს ეხება, ფრანგ კარის დარაჯს, რომელსაც, როგორც ჩანს, ძირითად შემადგენლობაში ადგილი უკონკურენტოდ გარანტირებული აღარ ექნება.

ცნობისთვის, ვალენსიას პრეზიდენტი მამარდაშვილს 40 მილიონ ევროდ აფასებს. ეს არის ღირებულება, რაც მილანმა ათვლის წერტილად უნდა განიხილოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი