გიორგი მიქაუტაძე: "ვცდილობდი, ევროპის ჩემპიონატზე თამაშით სიამოვნება მიმეღო" » სპორტის ხაზი

გიორგი მიქაუტაძე: "ვცდილობდი, ევროპის ჩემპიონატზე თამაშით სიამოვნება მიმეღო"

გიორგი მიქაუტაძე: "ვცდილობდი, ევროპის ჩემპიონატზე თამაშით სიამოვნება მიმეღო"
19-07-2024, 22:44
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უკვე ლიონის ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი ევრო 2024-ზე გააკეთა.

ჩემი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან საამაყო იყო. ვცდილობდი, ამ დონის ტურნირზე თამაშით სიამოვნება მიმეღო და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომემჟღავნებინა, რადგან ეს ის მომენტია, რომელიც შეიძლება ბევრჯერ ვერც განიცადო.

ევრო 2024-ს მთელი მსოფლიო უყურებდა, რაც შემეძლო, გავაკეთე და ამან შედეგი მომიტანა, ამიტომ ბედნიერი ვარ. საქართველოში დაბრუნებულ ნაკრებს უამრავი ადამიანი დახვდა, ამ გახარებული ხალხის ნახვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

- თქვა მიქაუტაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი