ევრო 2024-ის ტრიუმფატორ ლუის დე ლა ფუენტეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ნაკრებში ელიან, რასაც არაერთი წყარო ადასტურებს!
ესპანელ მწვრთნელს ამავე ნაკრებთან დადებული ხელშეკრულება უკვე ამოეწურა და ჯერჯერობით განახლებაზე არაფერი ისმის.
როგორც იცით, 2026-ში მსოფლიოს ერთ-ერთი მასპინძელი ამერიკაც იქნება, რის გამოც აშშ ცნობილ და გამოცდილ სპეციალისტს დაეძებს.
ლუის დე ლა ფუენტე ესპანეთის ნაკრებში 2022 წლიდან მუშაობს. მისმა გუნდმა ევრო 2024-ის ყველა მატჩის მოგება მოახერხა.