ქართველმა კომენტატორმა და სპორტის ჟურნალისტმა, ტატო ბაციკაძემ გადაცემა "ორშაბათობაში" ქართული კლუბების ევროთასებზე ნაჩვენები შედეგები გააკრიტიკა.
სამოყვარულო კლუბი რომ შექმნა, მისცე 15 000 ლარი ბიუჯეტად და ევროტურნირზე თამაშის საშუალება მიანიჭო, ისინი აჩვენებენ იმაზე კარგ შედეგს, ვიდრე დინამო თბილისმა აჩვენა, რომელმაც ევროპის უნახავ მონტენეგროულ გუნდთან წააგო.
- თქვა ტატო ბაციკაძემ.
დინამო თბილისმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა მონტენეგროს მორნარ ბართან 2:1 წააგო, განმეორებითი მატჩი კი 18 ივლისს 21:00 საათზე გაიმართება.