რამდენიმე საათის წინ, უეფამ ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. სამწუხაროდ, მეკარის პოზიციაზე უეფამ მხარი ფრანგ მენიოს დაუჭირა და მამარდაშვილის ბრწყინვალე პერფორმანსი დაიგნორებული დატოვა.
მოდით, ვისაუბროთ ყველა იმ არგუმენტის შესახებ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უეფამ ამ გადაწყვეტილებით მკაცრი შეცდომა დაუშვა.
1. მოგერიებათა სიმრავლე - აქ მარტივი მათემატიკა ყველა კითხვას აქრობს, რადგან მამარდაშვილი უბრალოდ საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ჩატარებულ 4 შეხვედრაში ჯამურად 29 მოგერიება მიითვალა (ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგი), მენიომ კი 6 თამაშში 15 ბურთი აიღო. ამდენად, მამარდაშვილმა თითქმის ორჯერ ნაკლებ შეხვედრაში, თითქმის ორჯერ მეტი ბურთი აიღო, რაც პირველი და უმთავრესი არგუმენტია ჩვენი მეკარის სასარგებლოდ!
2. მოგერიებათა ხარისხი - აღებულ ბურთებს თავისი ხარისხი აქვთ და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვერავინ იტყვის, რომ გიორგი იოლ დარტყმებს იგერიებდა და სტატისტიკის მოტყუებით გაბერვას/გაზრდას ცდილობდა. იოლი კი არა, დიოგუ დალოს დარტყმულის აღება სრული შედევრი იყო. გაიხსენეთ, თუ როგორ ურტყამს საჯარიმოს მისადგომებიდან პორტუგალიელი მცველი და გაიხსენეთ კადრი, რომელშიც მამარდაშვილი ბოლო წამამდე არ ჩნდება, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში კატასავით მიფრინავს და ბურთს შორეული ცხრიანიდან ხსნის. პირდაპირ ვთქვათ, ასეთი მოგერიება მენიოს ტურნირზე ნაკლებად ჰქონდა, ეს კი გასათვალისწინებელი ფაქტორია!
3. გაშვებული გოლები - კი, მენიომ 3 გოლი გაუშვა, გიორგიმ კი 8, რაც, ერთი შეხედვით, ფრანგის სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ ვერცერთ ბურთზე ვიტყვით, რომ ის ქართველის შეცდომით გავიდა. აი, რას წერს ამაზე ქართველი კომენტატორი, ტატო ბაციკაძე: