გიორგი მიქაუტაძე: "ევროს ბომბარდირობას ამის გარეშე ვერც მივაღწევდი" » სპორტის ხაზი

გიორგი მიქაუტაძე: "ევროს ბომბარდირობას ამის გარეშე ვერც მივაღწევდი"

გიორგი მიქაუტაძე: "ევროს ბომბარდირობას ამის გარეშე ვერც მივაღწევდი"
15-07-2024, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ევრო 2024 ოფიციალურად დასრულდა. ფინალში ესპანეთმა ინგლისს 2:1 სძლია, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი როდრი გახდა.

რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, აქ ერთპიროვნული ლიდერი არ გვყოლია, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან თანაბომბარდირის სტატუსი მიქაუტაძემაც მიიღო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნათამაშებ 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა, ამასთან დაკავშირებით კი გიორგიმ სოც.ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

ძალიან ამაყი ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატი საუკეთესო ბომბარდირთა სიაში დავასრულე. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს საოცარ გუნდს, მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

- დაწერა მიქაუტაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი