ბოლო პერიოდში დაიწერა, რომ ჰამბურგი გიორგი გოჩოლეიშვილის შეძენას შეეცდება, ამასთან დაკავშირებით კი კომენტარი უკრაინელმა ჟურნალისტმა გააკეთა.
გოჩოლეიშვილი ჰამბურგში? ისეთ ხალხს ველაპარაკე, ვინც ამაზე ბევრი რამ იცის და მათგან ვიცი, რომ შახტარი გოჩოლეიშვილს არსად გაუშვებს.
ახლა შახტარს ქართველის პოზიციაზე ორი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ქართული სული ისეთია, რომ გოჩოლეიშვილს ნამდვილად შეეძლება კონკურენციის დაძლევა და ძირითადში ადგილის მოპოვება.
- ამბობს ჟურნალისტი.