უოტფორდის სამწვრთნელო შტაბს ალბერტო გარიდო ოფიციალურად შეუერთდა - ინფორმაციას ინგლისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ირკვევა, 48 წლის სპეციალისტი უოტფორდში მადრიდის რეალის მეორე გუნდიდან გადავიდა - ის "კასტილიაში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად 15 წლის განმავლობაში მუშაობდა და საკმაო გამოცდილებაც დააგროვა.
ადგილობრივი მედია მიიჩნევს, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს და გუნდის სხვა ახალგაზრდა მოთამაშეები მასთან მუშაობით დიდ გამოცდილებას მიიღებენ, რადგან წარსულში გარიდოს ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, როგორებიც არიან: დანი კარვახალი, მარტინ ოდეგორი, ნაჩო ფერნანდესი, ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო გოეში.