საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, გიორგი გველესიანის რუსთავი 2-ის გადაცემა "პაატა და ნიკას შოუ"-ს სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა და სახალისო ისტორებიც გაიხსენა.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ ჩუქნიდა ბიზნესმენი გელა ბარკალაია ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძეს ნარდს - ვიდეოს დასაწყისიდან ისეთი სურათი იქმნებოდა, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ეგონა, ბიზნესმენი ფეხბურთელებს მანქანებს აჩუქებდა.
როგორც ჩანს, გამონაკლისი არც თავად ხვიჩა ყოფილა - "გელა ბარკალაის ვიდეო რომ გავრცელდა, ბუნებრივია მთელმა საქართველომ ნახა - მაგ დროს მე და კვარა ერთად ვიყავით. ვიდეო 10 წუთიანი იყო და ხვიჩა 8 წუთის განმავლობაში ელოდებოდა რომ მანქანას აჩუქებდნენ..", - ამბობს ხუმრობით გველესიანი.