ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ პარი სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას მაქსიმალურად ცდილობდა, თუმცა ნაპოლიმ საქმეს თავი მაინც ბოლომდე გაართვა.
პარიზელების ოცნება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი იყო. მათ ნიადაგი მოსინჯეს როგორც ფეხბურთელთან, ისე თავად ნაპოლისთან, თუმცა იტალიური კლუბი არ დანებდა და ის ახლა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ხვიჩას ახალი კონტრაქტი გაუფორმოს.
- წერს იტალიელი ჟურნალისტი.
ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი წყარო წერდა, რომ პსჟ კვარას სანაცვლოდ 100-110 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა დე ლაურენტისმა და კონტემ ამ თანხაზეც კი თქვეს უარი.
რას ნიშნავს ეს? - ეს იმას ნიშნავს, რომ ნაპოლის ახალი პროექტისთვის კვარა მთავარი დასაყრდენი იქნება!