"მინდა, რომ ეს ატმოსფერო სულ იგრძნობოდეს"- რა განაცხადა სოსო პავლიაშვილმა? » სპორტის ხაზი

"მინდა, რომ ეს ატმოსფერო სულ იგრძნობოდეს"- რა განაცხადა სოსო პავლიაშვილმა?

"მინდა, რომ ეს ატმოსფერო სულ იგრძნობოდეს"- რა განაცხადა სოსო პავლიაშვილმა?
11-07-2024, 19:32
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა გამოცემა სპორტ ექსპრესთან საუბარში საქართველოს ნაკრებისადმი მიძღვნილი სიმღერის შესაძლო დაწერის შესახებ შეკითხვას უპასუხა. წარმოშობით ქართველი, მომღერალი რომელიც რუსეთში მოღვაწეობს ხშირად გამხდარა კრიტიკის სამიზნე ქართული მხარისგან. ამის მიზეზი მისი პოლიტიკური და გლობალური შეხედულებები იყო.

"მე ძალიან მოკრძალებული ადამიანი ვარ. თუ დამიკავშირდებიან და მეტყვიან, რომ ასეთი სიმღერა გვჭირდება, ყველაფერს დავთმობ, მაგრამ აუცილებლად დავწერ. აუცილებლად!"



"საქართველოში ხალხს პოლიტიკა, მორალურად ანადგურებს. ახლა ფეხბურთი ერთადერთი გამოსავალია, რომელიც აერთიანებს მთელ საქართველოს, განურჩევლად რწმენის, ეროვნებისა თუ სტატუსისა. მთელი ქვეყანა ერთიანია. მინდა, რომ ეს ატმოსფერო ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც გაგრძელდეს."


შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა მსგავსი მაშტაბის ტურნირზე. იმის მიუხედავად, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შანსი საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 0.01% ჰქონდა, ჯვაროსნებმა მოახერხეს მერვედფინალში გასვლა სადაც სამწუხაროდ, ესპანეთან დამარცხდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი