სოსო პავლიაშვილი: "ნაკრების რენესანსი ვიხილეთ! მეც ამ ქვეყნიდან ვარ!" » სპორტის ხაზი

სოსო პავლიაშვილი: "ნაკრების რენესანსი ვიხილეთ! მეც ამ ქვეყნიდან ვარ!"

სოსო პავლიაშვილი: "ნაკრების რენესანსი ვიხილეთ! მეც ამ ქვეყნიდან ვარ!"
3-07-2024, 18:37
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, სოსო პავლიაშვილმა ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის თავგადასავალზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, გულშემატკივარმა ევროზე ქართული ფეხბურთის რენესანსი იხილა, თავად პავლიაშვილი კი მადლიერია, რომ თავადაც ამ ქვეყნიდანაა:

ქართველები ეროვნული გუნდის მოთამაშეებს სიხარულის ცრემლებით შეეგებნენ. ეს ბიჭები დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ, რადგან მათ შეძლეს ის, რაც ამდენი ხანია არავის გაუკეთებია.

ეს არის ქართული ფეხბურთის რენესანსი! მათ ქართული ფეხბურთის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს და ღმერთს მადლობა, რომ მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ!

- ამბობს მომღერალი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი