ბრაზილიელი ნაკრებში? - საქართველოს გაძლიერების შანსი აქვს » სპორტის ხაზი

ბრაზილიელი ნაკრებში? - საქართველოს გაძლიერების შანსი აქვს

ბრაზილიელი ნაკრებში? - საქართველოს გაძლიერების შანსი აქვს
10-07-2024, 01:50
Aa Aa
გაზიარება:

ბედნიერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე საოცარი კონკურენციაა და არავინ ახლის დამატების საჭიროება არ არსებობს, თუმცა ამის საშუალებას ჩვენი ნაკრები დღემდე ინარჩუნებს.

საქმე ბრაზილიელ ჯოვინო ფლამარიონს ეხება, რომლისთვისაც ქართული ფეხბურთი ხუთი თითივით ნაცნობია. ის წლების განმავლობაში ბათუმის დინამოში თამაშობდა, ახლა კი ფრანგულ ვალენსიენში ასპარეზობს.

ფლამარიონიოს დამატებასთან დაკავშირებით გულშემატკივარი წლობით ბჭობდა, თუმცა საქმე რეალურ შეთანხმებამდე არასდროს მისულა, არადა საამისოდ საჭირო ქართული პასპორტი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაა.

ჯოვინოს ბრაზილიის ნაკრებში არასდროს უთამაშია და ეს არც გვიკვირს, ჩვენთან შანსის მიღება კი დღემდე შეუძლია. 27 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ლიგაში 59 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი