ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლა დადებითად ყოფილმა თურქმა ფეხბურთელმა, გეკდენიზ კარადენიზმა შეაფასა.
საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგად ითამაშა და შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. მათ აქცენტი დაცვით ფეხბურთსა და სწრაფ კონტრშეტევებზე გააკეთეს. თუ ვისაუბრებთ ხვიჩა კვარაცხელიაზე, მანაც ძალიან კარგად ითამაშა.
- თქვა კარადენიზმა.
საქართველოს ჯგუფში ჩეხეთი, თურქეთი და პორტუგალია ჰყავდა, საიდანაც ვილი სანიოლის გუნდი პლეიოფში აღებული 4 ქულით და საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გავიდა.
სამწუხაროდ, ტურნირის 1/8-ფინალში მთავარ ფავორიტ ესპანეთს გადავაწყდით, რომელმაც 4:1 დაგვამარცხა, რასაც შემდეგ ესპანელების მხრიდან გერმანიასთან გამარჯვება და ნახევარფინალში გასვლაც მოჰყვა.