ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ნაპოლი ახალი სეზონისთვის ორ მცველს დაიმატებს. ერთი ტორინოს ალესანდრო ბონჯორნოა, მეორე კი მადრიდის რეალის საკუთრებაში მყოფი რაფა მარინი.
22 წლის რაფა მარინი წინა სეზონში იჯარის წესით ალავესში თამაშობდა. როგორც დაიწერა, სამეფო კლუბი მასში 10 მილიონ ევრომდე მიიღებს.
რაც შეეხება გასული სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველ ალესანდრო ბონჯორნოს, კლუბებს შორის ყველაფერი მოგვარებულია, თუმცა ბონჯორნოსთან კონტრაქტის თაობაზე პიროვნულად საუბრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2024/2025 წლების სეზონიდან ნაპოლის დამრიგებელი ანტონიო კონტე იქნება, რომელიც გუნდის ძირეულად შეცვლას აპირებს.