ცნობილი გამოცემის, AS-ის მიხედვით, არ არის გამოიცხული 1/8 ფინალურ სტადიაზე, საქართველო-ესპანეთის მატჩზე პენალტების სერია ვიხილოთ.
ამიტომ, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გამოცემა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკას გვთავაზობს.
ირკვევა, რომ ჯვაროსანთა კიპერს კარიერაში ჯამში 19 პენალტი დაურტყეს, საიდანაც 5 მოიგერია.
უშუალოდ პენალტების სერიაში გიორგიმ 4-ჯერ ითამაშა. 17 თერთმეტმეტრიანიდან 1 მოიგერია (საბერძნეთთან) რაც წარმატების 5,88%-ს აძლევს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთს შორის თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.