AS-თან მიცემულ ინტერვიუში ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, დანი კარვახალმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა.
კვარაცხელიას გასულ სეზონში ოთხჯერ შევხვდი. ეს ორჯერ ნაკრებთან ერთად მოხდა და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაზე რეალის რიგებში.
მან გოლი გაგვიტანა, თუმცა მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა შევაჩერე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. აკრებში სხვა პოზიცია აქვს. ფლანგზე არ თამაშობს და უფრო მეორე თავდამსხმელის როლს ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 23:00 საათზე ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდება.