ქოჩორაშვილი: "ჩვენს წმინდა სამშობლოს უკანასკნელი სისხლის წვეთამდე დავიცავთ" » სპორტის ხაზი

ქოჩორაშვილი: "ჩვენს წმინდა სამშობლოს უკანასკნელი სისხლის წვეთამდე დავიცავთ"

ქოჩორაშვილი: "ჩვენს წმინდა სამშობლოს უკანასკნელი სისხლის წვეთამდე დავიცავთ"
29-06-2024, 23:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთთან მატჩის წინ დიდი სულისკვეთება დაგვანახა.

"ქართველებს მოგვწონს ოცნება დიდ რამეზე. ჩვენთვის საქართველო წმინდაა და მას სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ, რადგან ამას გულით ვატარებთ. პატარა ქვეყანა ვართ, რომელმაც ომები გადაიტანა, მაგრამ ჩვენი ენა და დამწერლობა გვაქვს.

"ბევრი რამ შემოვინახეთ, ვიბრძვით და ძალიან ამაყები ვართ. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რაც გვიყვარს. ვფიქრობთ მშობლებსა და ბავშვებზე და ერთ ოჯახად ვერთიანდებით.

"ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში გავიზარდეთ და სკოლაში გვასწავლიდნენ თუ რას ნიშნავს სიკვდილი როცა სამშობლოს იცავ, სიკვდილი რელიგიის შენარჩუნებისთვის,
ენისთვის და მიწისთვის. ეს ძალის, ბრძოლისა და შემართების ის გრძნობაა, რომლის გადატანას საფეხბურთო მინდორზე ვცდილობთ.

"ნათესავები ჩვენით ამაყობენ, მაგრამ ეიფორია დასრულდა, რადგან ეიფორია ჩვენ არ გვეხმარება. ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ, რადგან ვიცით სად ჩამოვედით, მაგრამ ასევე ვიცით აქამდე როგორ მოვედით.

"ბევრი ფიქრობს რომ საქართველო სიურპრიზია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მე ვიცნობ ჩემს თანაგუნდელებს, ბევრი ვიშრომეთ. ამ წარმატების უკან დიდი შრომაა, რომელიც არ ჩანს. ვაპირებთ გავაგრძელოთ სხვა ნაკრებებთან კონკურენცია და ჩვენმა ოჯახებმა კვლავ იამაყონ. ცხოვრების კიდევ ერთი ბედნიერი დღე, როგორიც პორტუგალიასთან იყო."


- აღნიშნა ქოჩორაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი