მამარდაშვილი: "პენალტები? ესპანეთის თითოეული ფეხბურთელი შესწავლილი მყავს" » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი: "პენალტები? ესპანეთის თითოეული ფეხბურთელი შესწავლილი მყავს"

მამარდაშვილი: "პენალტები? ესპანეთის თითოეული ფეხბურთელი შესწავლილი მყავს"
29-06-2024, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენციაზე ფეხბურთელებიდან გიორგი მამარდაშვილს მისცა საუბრის საშუალება.

"ჩემი ინტერვიუ მარკასთან? მე, როგორც რიგითი ქართველი, კვარას ვგულშემატკივრობ და ის ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ამით ესპანელი ფეხბურთელების მიმართ უპატივცემულობა არ გამომივლენია. პირიქით, მათ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, კვარა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

"ჩემი აზრით ესპანეთი გაშლილ ფეხბურთს ითამაშებს და შეგვიტევენ. ჩვენ კი უშეცდომოდ, დაცვიდან უნდა ვითამაშოთ და შეტევაში სწრაფად გადავიდეთ. გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კარგად შეუძლიათ გამწვავება, ეს პორტუგალიასთან მატჩშიც გამოჩნდა.

"ნაჩოს კომენტარი? წარმატებებს ვუსურვებ. პენალტების სერია? ბუნებრივია, ამისთვის მზად ვიქნები. ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მყავს."


- აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი