გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა Sky Sport Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და საქართველოს ეროვნული ნაკრები შეაქო.
ერთ-ერთი მაგალითი საქართველოა. ისინი ყოველი თამაშის შემდეგ სულ უფრო და უფრო უკეთესები ხდებიან. ეს წარმოუდგენელია. ეს განსაკუთრებული ტურნირია და თავისი შინაარსით კარგია
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი გადალახა და 1/8 ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.