The Guardian-მა ევრო 2024-ზე დარჩენილი 16 ნაკრების სია სიძლიერის მიხედვით შეადგინა, საქართველო კი მე-7 პოზიციაზე გავიდა.
ტურნირის ყველაზე დაბალრეიტინგული ქვეყანა საოცრად გამოჩნდა. მათ პირველ ტურში თურქეთთან ქულა დაიმსახურეს, მეორე მატჩში კი საბა ლობჟანიძემ ჩეხეთთან ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან, რომელი თამაშის მოგებაც საქართველოს ნამდვილად შეეძლო.
მიუხედავად ქულების დაკარგვისა, ტურნირზე საქართველოს ვარსკვლავებმა, კვარაცხელიამ, მამარდაშვილმა და მიქაუტაძემ გაიბრწყინეს, რის ხარჯზეც საქართველო პლეიოფში გავიდა.
ახლა ესპანეთის დროა.
- წერს გამოცემა.