ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა და ესპანეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირმა, დავიდ ვილამ საქართველოსთან ჩანიშნულ 1/8-ფინალურ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ვილი სანიოლის გუნდთან ესპანეთს მარტივად საქმე არ ექნება:
ვფიქრობ, საქართველოს ნამდვილად შეუძლია, რომ საქმეები გაგვირთულოს. პირველ რიგში, ჩვენ მათზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ კი მათ მიღმა გავიხედოთ.
- თქვა დავიდ ვილამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს 1/8-ფინალური დაპირისპირება 30 ივნისს გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილავთ.