ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ევროს გადასცემს.
"ჯვაროსნებმა" ეს მოახერხეს, პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალის საგზური მოიპოვეს.
დამატებით, სახელმწიფოსგან ჩვენმა ნაკრებმა ევრო 2024 -ზე მოხვედრისთვის 3.5 მილიონი ლარი მიიღო.
რაც შეეხება უეფას ჯილდოს, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის საქართველოს გუნდმა 9.5 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მერვედფინალში გასვლისთვის დამატებით - 1.5 მილიონი.