მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე საათში საქართველო და პორტუგალია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ქართველი ფეხბურთელებიდან რამდენიმე პორტუგალიელ ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუსთან უკვე გადაკვეთილა.
მაგალითად, სოლომონ კვირკველიამ გასულ სეზონში ითამაშა არაბეთის პრო ლიგაში კრიშტიანუს გუნდის წინააღმდეგ.
ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის რონალდუსთან შეხვედრა უფრო დიდი ხნის წინ, კონკრეტულად, 11 წლით ადრე მოხდა, მაშინ, როდესაც კრიშტიანუ "დინამო თბილისის" აკადემიას ესტუმრა.
ამ დროს ხვიჩაც და გიორგიც აღფრთოვანებულები შესცქეროდნენ პორტუგალიელ ვარსკვლავს.