რუსი მწვრთნელი : "იმედი მაქვს, რომ საქართველო პორტუგალიას დაამარცხებს" » სპორტის ხაზი

რუსი მწვრთნელი : "იმედი მაქვს, რომ საქართველო პორტუგალიას დაამარცხებს"

რუსი მწვრთნელი : "იმედი მაქვს, რომ საქართველო პორტუგალიას დაამარცხებს"
26-06-2024, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა, რომელმაც გუნდთან ერთად პრემიერ-ლიგის მოგება შეძლო, UERO 2024-ის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა.

წარსულში ცნობილ რუს ფეხბურთელსა და ახლა უკვე მწვრთნელს იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაამარცხებს და მერვედფინალში გავა.

თუ საქართველოს ნაკრების წინა თამაშებს გადავხედავთ და გავიხსენებთ იმას, თუ რა შანსი ჰქონდათ მათ ჩეხეთთან მატჩის ბოლო წამებზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიასთან უშანსოდ არ არიან.

ქართველებს ვუქომაგებ, მათ გამო ვინერვიულებ და იმედი მაქვს, პორტუგალიის დამარცხებით მერვედფინალის საგზურს მოიპოვებენ. კვარაცხელია რონალდოს დაპირისპირება? აქ მთავარი მწვრთნელების დავალებებია


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟს ხილვა კი "პირველ არხზე" შეგეძლებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი