ზივზივაძე: "პორტუგალია ტურნირის ფავორიტია, მაგრამ ჩვენ..." » სპორტის ხაზი

ზივზივაძე: "პორტუგალია ტურნირის ფავორიტია, მაგრამ ჩვენ..."

ზივზივაძე: "პორტუგალია ტურნირის ფავორიტია, მაგრამ ჩვენ..."
24-06-2024, 22:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ევრო 2024-ზე ისაუბრა.

"დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც გერმანიაში ჩამოვიდნენ. ორივე შეხვედრაზე მართლაც საოცარი გარემო იყო. საქართველოს ამდენი დროშისა და ეროვნული ნაკრების ფორმაში შემოსილი ამდენი ადამიანის დანახვა, ჩვენს თამაშზე აშკარად დადებითად აისახა.

"პირველ და მეორე ტურში ორი განსხვავებული მატჩი გახლდათ. თურქები ტექნიკურად მაინც უფრო ძლიერები არიან ჩეხებზე, რომლებიც კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან და გარკვეულ ეპიზოდებში მათთან მეორე სართულზე ორთაბრძოლების მოგება გაგვიჭირდა. გაშვებული გოლიც სწორედ ამას მოჰყვა.

"ჩეხებთან ბოლო მომენტამდე გვქონდა ბურთის გატანისა და გამარჯვების შანსი, თუმცა მაინც ყველა ბედნიერი ვართ, რომ ისტორიული ქულა ავიღეთ და ვულოცავ ბიჭებს.

"თურქებთან გაცილებით ბევრი მომენტები გვქონდა და რიგ ეპიზოდებში არ გაგვიმართლა, მაგრამ ჩემი აზრით, თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელია და ქართველები ბედნიერები უნდა იყვნენ, რომ საქართველო თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე.

"26 ივნისს ფინალის ტოლფასი კიდევ ერთი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, რადგან პორტუგალიას თუ დავამარცხებთ, მერვედფინალში გავალთ, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მიღწევა იქნება. ამისთვის მოთამაშეები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენ ქვეყანას კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ.

"პორტუგალია მაღალი კლასის გუნდია, ფავორიტია ამ ტურნირის, მაგრამ ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს წარმატებას მივაღწიოთ."


- აცხადებს ზივზივაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი