გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გუნდებმა მესამე ტურის შეხვედრების გამართვა დაიწყეს. საქართველოს ნაკრებს ამ მომენტისთვის 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს. "ჯვაროსნები" 26 ივნისს ურთიერთობას პორტუგალიასთან გაარკვევენ.
ამ მომენტისთვის კი ვილი სანიოლის შეგირდები ევრო 2024-ზე სხვადასხვა მიმართულებით სტატისტიკაში თავს იწონებენ.
ბომბარდირთა დავა
მიქაუტაძე - 2 გოლი
მუსიალა - 2 გოლი
ფულკრუგი - 2 გოლი
შრანცი - 2 გოლი
წარმატებული დრიბლინგი
მუსიალა - 19
ნდოიე - 16
კვარაცხელია - 14
დოკუ 14
სეივები
მამარდაშვილი - 15
განი - 12
ნიცე - 10
დონარუმა - 9
ხიფათის განეიტრალება
ბიოლი - 21
კაშია - 15
ვან დაიკი - 14
შერი - 13