საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო თავითაშვილმა Goal-თან პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი მისი კერპი იყო და უხარია, რომ მის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
რაც შეეხება ზურიკოს კომენტარს: "მასთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება, მაგრამ არ მეშინია. ამას მოუთმენლად ველი და გვინდა ვაჩვენოთ, რომ ასეთ გუნდებთან კარგად თამაში შეგვიძლია".
ცნობისთვის, დაპირისპირება 26 ივნისს გაიმართება. პორტუგალიელებს რაფაელ ლეაუ ვერ დაეხმარებათ ყვითელი ბარათების გამო, ქართველების მხირდან კი ოთარ კიტეიშვილის თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.