რამდენიმე საათის წინ დასრულდა ევრო 2024-ის მეორე წრის შეხვედრა, რომელშიც საქართველომ და ჩეხეთმა 1:1 ითამაშეს.
აღნიშნული შეხვედრა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ჰამბურგიდან შეაფასა:
პირველ თამაშთან შედარებით, ეს მატჩი მოსაგები ნამდვილად არ იყო. იქ ჩვენ ვითამაშეთ და გვქონდა მომენტები, ამ მატჩში კი, ამდენი მომენტი არ გვქონია. ველოდებოდით იმას, რა ფეხბურთიც ჩეხეთმა ითამაშა. დასანანი გოლი გავუშვით. პირველი ქულა არის ევროპის ჩემპიონატზე და დადებითი უფრო მეტი არის, ვიდრე უარყოფითი.
- თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს გაიმართება.
კომენტარი ეკუთვნის Europop-ს.