ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კი "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობას გთავაზობთ.
მამარდაშვილი, კაშია, კაკაბაძე, დვალი, კვირკველია, შენგელია, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია
თურქეთთან მატჩში ცუდი იყო წიტაიშვილი, რომელმაც ყველაზე დაბალი შეფასებაც კი დაიმსახურა. ამიტომ, მის მაგივრად შესაძლოა შენგელია ვიხილოთ.
რაც შეეხება ნახევარდაცვის ზონას, აქ საჭიროა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ბურთს გააკონტროლებს - ანუ, კვეკვესკირი.