ვეტერანმა ფეხბურთელმა, რევაზ ძოძუაშვილმა თურქეთთან მატჩი crystalsport-თან მიცემულ ინტერვიუში შეაფასა, სადაც საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
მართალია თურქეთთან 1:3 დავმარცხდით, მაგრამ თამაშს უარყოფითად ვერ შევაფასებთ. საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
გამორჩეული იყო გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც მოედანზე საუკეთესოც კი იყო.
რას შევცვლიდი ჩეხეთთან მატჩისთვის? მარცხენა მცველს - ვფიქრობ, წიტაიშვილმა უნდა დაისვენოს და დრო შენგელიას უნდა მიეცეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაუპირისპირდება.